ზუგდიდში, ჭიჭინავების ოჯახში 3 მცირეწლოვან ბავშვთან, ძაღლთან და თევზებთან ერთად ორი მახრჩობელა იზრდება.
რადიო ათინათის ინფორმაციით, კლეოპატრა და ტუტანხამონი ჯერ ორი წლისანი არიან, თუმცა მათი სიგრძე უკვე თითქმის 3 მეტრს აღწევს.
ჭიჭინავების ამ გატაცებას მეზობლები თავდაპირველად სკეპტიკურად უყურებდნენ, თუმცა უკვე შეეჩვივნენ და კონტაქტსაც არ ერიდებიან.