ატლანტიკ-სიტიში სილამაზის კონკურსი „მის ამერიკა 2017“ დასრულდა, გამარჯვებული „მის არკანზასი“ გახდა, 21 წლის სევი შილდსი. ბროლის გვირგვინი მას კონკურსის გასული წლის გამარჯვებულმა, ბეტი კენტრელმა გადასცა. ტიტულთან ერთად სევიმ კოლეჯში განათლების მისაღებად 50 ათასი აშშ დოლარის სტიპენდიაც მიიღო.
პირველი „ვიცე მის ამერიკა“ რეიჩელ უაიტი გახდა (მის სამხრეთ კაროლინა), მეორე კი – კამილა სიმსი (მის ნიუ-იორკი).
წელს „მის ამერიკაში“ 52 გოგონა მონაწილეობდა.
რეიჩელ უაიტი (პირველი ვიცე-მის ამერიკა)
კამილა სიმსი (მეორე “ვიცე-მის ამერიკა”)