LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველა წმინდა სალოცავს ვფიცავარ, მოგ… როჟას” – მწვავე დაპირისპირება პარლამენტში (ვიდეო)

203
კჯ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს დეპუტატები გედევან ფოფხაძე და დაჩი ბერაია დაუპირისპირდნენ.

“ყველა წმინდა სალოცავს ვფიცავარ, მოგ… როჟას” – ასე მიმართა ფოფხაძემ სავარაუდოდ ბერაიას. მწვავე დაპირსპირება ფოფხაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და ხელისუფლების დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

გამოსვლას ბერაიას რეპლიკა მოჰყვა და ფოფხაძეს უთხრა, რომ “იდეოლოგიით ნაციონალური მოძრაობის მხარესაა”, რის შემდეგაც  დაპირისპირება გინებაში გადაიზარდა “გამოვიდეს გარეთ, ფეხებზე მკიდია. დავბრიდავ მაგ ნაბიჭვარს”, – განაცხადა ფოფხაძემ.

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/2448077048785151/?v=2448077048785151

 

ტელეკომპანია “პირველის” კადრებში ჩანს, როგორ შედის ფოფხაძე პოლემიკაში დაჩი ბერაიასთან. ფოფხაძემ სხდომათა დარბაზი მანდატურის სამსახურთან ერთად დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები