LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ წაუვიდა გული ჯვრისწერაზე გიგი გაჩეჩილაძის ცოლს – „ერთი-ორჯერ ავფეთქდი…“

3419

მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძე ორი თვის წინ დაქორწინდა. მისი რჩეული ანანო ჯოხაძეა, რომელიც თავისი ქმრის შესახებ ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრა.

როგორც ანანო ჟურნალთან საუბრისას იხსენებს, ჯვრისწერაზე გული წაუვიდა: „ისეთი სიცხე და ჰაერის უკმარისობა იყო, არც მახსოვს, რა მოხდა, მერე მითხრეს. ყველა მამშვიდებდა, იმდენად ლამაზად დაეცი, საერთოდ არ იყო შესამჩნევი, რომ გული წაგივიდაო. მოძღვარმაც დამამშვიდა, შენ პირველი არ ხარ, ვისაც ეს დაემართა, აქ უკვე იყვნენ პატარძლები, რომლებსაც გული წაუვიდათო. ამიტომ დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, რომ გულწასული პატარძალი გამოვედი“ – ამბობს გამოცემასთან საუბრისას ანანო ჯოხაძე.

გიგი გაჩეჩილაძის მეუღლე აღნიშნავს, რომ ქორწილამდეც ერთად ცხოვრობდნენ – „როცა დავინიშნეთ, მაშინე გავყევი. ჩვენი ცხოვრება ზუსტად ისეთივეა, როგორც ქორწილამდე… შეყვარებულები დაახლოებით ერთი წელიწადი ვიყავით. ხელი გუდაურში მთხოვა“.

კითხვაზე, როგორ ეგუება პროფესიონალი მოცეკვავის რეჟიმს, ანანო პასუხობს: „მის საქმიანობას ძალიან დიდ პატივს ვცემ. პროექტის დროსაც საკმაოდ დაკავებული იყო. დილით გადიოდა, გვიან მოდიოდა, მხოლოდ ერთი-ორჯერ ავფეთქდი, რადგან ეს რეჟიმი ძალიან გაგრძელდა. სხვა დროს არანაირი პრეტენზია არ მქონია, რადგან ვიცი, ეს საქმე მისთვის მნიშვნელოვანია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები