LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა დაუჯდება სახელმწიფოს ამბროლაურში აეროდრომის მშენებლობა?

88

ამბროლაურის აეროდრომის მშენებლობისთვის ჯამში 8 მილიონი ლარი  დაიხარჯება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომელმაც ამბროლაურის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა დაათვალიერა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამბროლაურში აეროდრომის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. დღეის მდგომარეობით, მიწის სამუშაოების 45 პროცენტი უკვე შესრულებულია. ადგილზე 51 ერთეული ტექნიკა მუშაობს. 125 ადამიანზე მეტია დასაქმებული, მათ შორის, 65 ადგილობრივია.  მათივე ცნობით, აეროპორტი დასაწყისისათვის განსაზღვრული იქნება მცირე ზომის – 15-20 ადგილიანი საჰაერო ხომალდებისთვის, თუმცა აღსანიშნავია, რომ მისი მთელი ინფრასტრუქტურის დაპროექტება ხდება ისე, რომ გათვალისწინებულია პერსპექტივაში უფრო დიდი ხომალდების მიღებაც (დაახლოებით 30-50 მგზავრის ტევადობით).

პირველ ეტაპზე, იგეგმება 1100 მეტრი სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობა, რომელიც პერსპექტივაში შესაძლოა 1300-1400 მეტრამდე დაგრძელდეს. რაც შეეხება აეროპორტის ტერმინალს, იგი დაახლოებით 600 კვ.მ. – მდე ფართობზე განთავსდება და დაახლოებით 50 მგზავრის ერთდროულად გატარებაზე იქნება გათვლილი.

აეროპორტის ოპერირების დაწყება წლის ბოლოსთვის იგეგმება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g