LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,საზღვარი ვიცი ფსოუზე და როკის გვირაბთანო“ – ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის პასუხი ოკუპანტებს

30831
75371536-553559948711036-7637112723200802816-n

ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე რამდენიმე დღეა რუსი ოკუპანტების ტყვეობაშია.

ოკუპანტების მიერ გატაცებული მამაკაცი ცნობილი ქართველი ექიმია

9 ნოემბერს საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ე.წ საზღვრის გადაკვეთას ედავებიან, კვლავ რჩება პატიმრობაში.

ოჯახმა იცოდა, რომ ის საქმეებზე მიდიოდა, მაგრამ სახლიდან წასულმა ვაჟა გაფრინდაშვილმა რამდენიმე საათში მეუღლესთან დარეკა და მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რომ აკავებდნენ.

ცნობილი ექიმის დაკავების დეტალებს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ავრცელებს.

,,როცა ვაჟა გაფრინდაშვილი(ექიმი) ოკუპანტებმა დააკავეს და ჰკითხეს სახელმწიფო საზღვარი რატომ დაარღვიეო?მან უპასუხა:რა საზღვარი?რის სახელმწიფო?სახელმწიფო საზღვარი ვიცი მე ფსოუზე და როკის გვირაბთანო!მაგათი კანონით,თუ პირი შეგნებულად არღვევს ე.წ.საზღვარს,სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ექვემდებარება.

ჰო,თარჯმანი მოითხოვა კიდევ,ჩემს ქვეყანაში სახელმწიფო ენა ქართულია,რუსულად არ დაგელაპარაკებითო!აი ასეთ მოქალაქეებზე დგას ქვეყანა”- წერს ლაშა ბერულავა

ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g