LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

19-25 სექტემბრის სასიყვარულო ჰოროსკოპი

123

გაიგეთ, რას გირჩევენ ცნობილი ასტროლოგები სასიყვარულო სარბიელზე:

ვერძი

ქაოსისა და სიგიჟის კვირა დასრულდა. იმ კვირიდან სიმშვიდე გელოდებათ. შეწყვიტეთ რაღაც განსაუთრებულსა და დიდზე ფიქრი, რეალურად შეაფასეთ სიტუაცია. ძალიან მალე მიიღებთ ზუსტად იმას, რასაც დიდი ხანია რომანტიკული ურთიერთობისგან ელოდებით.

კურო

თუ უკვე გაქვთ ურთიერთობა ან გარკვევის პროცესში ხართ, პარტნიორთან გატარებული საღამოები ბევრ რამეზე პასუხს გაგცემთ. რომანტიკული ურთიერთობის პერსპექტივა თქვენზეა დამოკიდებული. მეტი გართობა და მხიარულება გჭირდებათ.

ტყუპები

იმ კვირაში საქმეებზე კონცენტრაცია გაგიჭირდებათ, რადგან მთლიანად გადაეშვებით სასიყვარულო მორევში. გააკონტროლეთ სურვილები და მოუხმეთ ნებისყოფას. მიუხედავად ფლირტისა და გართობისკენ მძაფრი სურვილისა, სხვა საქმეებსაც დრო უნდა დაუთმოთ.

კირჩხიბი

მეორე ნახევრისგან უზარმაზარ მხარდაჭერასა და დაფასებას იგრძნობთ. ასევე, გააცნობიერებთ რომ გარშემომყოფებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენთ. თქვენდამი სიყვარულსა და პატივისცემას მათ თვალებში ამოიკითხავთ. თუ ურთიერთობაში თავს დაცულად მაინც არ გრძნობთ, ჯობია ალაპარაკდეთ.

ლომი

იმ კვირაში პარტნიორთან სამომავლო გეგმებზე მნიშველოვანი საუბარი გელოდებათ. სურვილი გაქვთ მას პროფესიული მიზნები გაუზიაროთ და რჩევებიც მიიღოთ. ემოციურად მზად ხართ ცვლილებებისთვის, თუმცა მხარდაჭერა და გულწრფელი პასუხები მაინც გჭირდებათ.

ქალწული

თუ პარტნიორთან ერთად გიწევთ ერთ საქმეზე მუშაობა, თქვენი პერფექციონიზმი ხელს შეგიშლით, რადგან მეორე მხარეს მსგავსი დამოკიდებულება დეტალებისადმი არ აქვს. თუ გსურთ ურთიერთობაში დრამა აიცილოთ, თავი შეიკავეთ ჩვეული კრიტიკისაგან.

სასწორი

ის კვირა სასწორებისთვის რომანტიკული თვალსაზრისით სასარგებლო იქნება. თქვენი ემოციები კრეატიულ გზას ჰპოვებს და საინტერესო სიურპრიზსაც მოაწყობთ. თუ ურთიერთობას ახლა აყალიბებთ, მალე გააცნობიერებთ, რომ იპოვეთ ის, ვისაც დიდხანს ეძებდით.

მორიელი

პარტნიორისადმი ნდობა კიდევ უფრო გაგიძლიერდებათ, რადგან გრძნობთ რომ მასზე დაყრდნობა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. გამომდინარე იქიდან, რომ თქვენც გახსნილი და ემოციურად ღრმა ხართ, ანალოგიურს იღებთ მეორე ნახევრისგანაც. ხოლო, თუ დაძაბულობა გაქვთ პარტნიორთან, გულახდილად დაელაპარაკეთ.

მშვილდოსანი

იმ კვირაში ძალიან მნიშვნელოვანი გეგმა გაქვთ დასახული. გსურთ ეს იდეები პარტნიორს თავს მოახვიოთ. სასურველია სიჯიუტე არ გამომჟღავნოთ. თუ გსურთ ურთიერთობაში სირთულე თავიდან აირიდოთ, გარკვეულ საკითხებს პრაგმატულად მიუდექით.

თხის რქა

პარტნიორთან თავის მოჩვენების ნაცვლად, ჯობია ნიღაბი ჩამოიხსნათ და ურთიერთობაში რთულ საკვანძო საკითხებზე ალაპარაკდეთ. წინასწარ ნუ იფიქრებთ შედეგებზე, რადგან ნეგატიური შედეგები მოსალოდნელი არ არის. გულახდილობა ურთიერთობის გადარჩენის წინაპირობაა.

მერწყული

ძლიერი სურვილი გაქვთ მთელი დრო საყვარელ ადამიანებს დაუთმოთ. მიუხედავად იმისა, რომ პირად ურთიერთობაში მცირე ქაოსი და არეულობა გაქვთ, მაინც მოახერხებთ ამ დაბრკოლების გადალახვას და ჰარმონიის შენარჩუნებას. ზემოთაღნიშნული ქაოსი დროებითია და კვირის ბოლოს დასრულდება.

თევზები

ის კვირა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დროა. თუ რამე განსაკუთრებულის თქმას ცდილობდით დიდი ხანი, ამისთვის ის კვირა გამოიყენეთ. სურვილი გაქვთ პარტნიორს ყველაფერი აუხსნათ, წვრილმანიდან დაწყებული, მსხვილმანი საკითხებით დამთავრებული. მეორე ნახევარისგან მხარდაჭერას ელოდეთ.

magti 5g