LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისაც ერთი ადგილი აქვს, ვიწყებთ პარლამენტის პიკეტირებას – გრიგოლ ვაშაძე

148
1573992426-გრიგოლ-ვაშაძე

არსად არ ვიშლებით და ვისაც ერთი ადგილი აქვს, ვიწყებთ პარლამენტის პიკეტირებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ბატონ გახარიას თამადობით, ყველა დაჯდეს და "იუთუბზე" ნიურბერგის პროცესს უყუროს - გრიგოლ ვაშაძე

ვაშაძე ამბობს, რომ ერთადერთი ძალა, რასაც ხელისუფლება დღეს ეყრდნობა სპეცდანიშნულების რაზმია.

„მორჩა, როცა გეუბნება ქვეყნის არაფორმალური მმართველობა, ფეხებზე მკიდიხართ მოქალაქეებო, ოპოზიციონერო პარტიებო, არასამთავრობო ორგანიზაციებო, კონსტიტუციითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა რადიკალური ინსტრუმენტი უნდ გამოვიყენოთ, რომ საქართველო დავუბრუნოთ მოქალაქეებს. თანამდებობის პირებს მინდა ვუთხრა, ახლა დაჯექით და „იუთუბში“ ნიურნბერგის პროცესის ყურება დაიწყეთ. ჰილტერმა დამავალა და გავაკეთე, არ გამოგივათ. ნუ ცდილობთ, მარტო ბიძინა ივანიშვილს დააბრალოთ ყველაფერი, ნურც მომავალში ეცდებით, რადგან თქვენ, როგორც დეპუტატები, როგორც მთავრობის წევრები, როგორც თანამდებობის პირები, პასუხს აგებთ, მორალურს მაინც“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g