კიმ კარდაშიანი ამერიკის ინფლუენერთა ყოველწლიურ ცერემონიალზე საპატიო სტუმრის სტატუსით გამოვიდა. პირველი თაობის ინფლუენსერმა და რეალითი-შოუს Keeping Up With The Kardashians-ის ვარსკვლავმა დაჯილდოვების სტუმრებს სიტყვით მიმართა და პრიზი ცნობილ სტილისტს, მარიო დედივანოვიჩს, გადასცა. ეს უკანასკნელი წლებია კიმის იმიჯის შექმნაზე მუშაობს.
ამ დღეს 39 წლის კარდაშიანი ბრწყინავდა „დიორის“ ვინტაჟურ წითელ კაბაში, რომელიც კოლექციიდან AW97 არის შერჩეული. ანსამბლი კიმმა მაღალქუსლიან სანდლებთან და მკვეთრ მაკიაჟთან შეახამა.