ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის დაშორება წლის მთავარი მოვლენა იქნება მსოფლიო შოუბიზნესისთვის, თუმცა მსახიობ ჯენიფერ ენისტონს სულაც არ უნდა ამ ხმაურიანი ისტორიის ნაწილი იყოს. ჟურნალისტების ინფორმაციით, პიტის ყოფილმა ცოლმა ლოს-ანჯელესი დროებით დატოვა და სახლში მხოლოდ სკანდალის დასრულების შემდეგ დაბრუნდება.
ჯენიფერ ენისტონი საკუთარი თვითმფრინავით ნიუ-იორკში გაფრინდა. მეგობრების თქმით, ჯენს სულ არ მოსწონს, როდესაც ბრანჯელინას ამბავს მისი სახელი უკავშირდება. გაყრის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მედია წერდა, რომ ჯენიფერმა კმაყოფილმა აღნიშნა, რომ „ეს კარმაა“.
ოფიციალურად კი, როგორც ჩანს, მსახიობს კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია, თუმცა ინფორმატორები ირწმუნებიან, რომ ჯენი ჯოლი-პიტის დაშორებას წინასწარ ვარაუდობდა.
„არაერთხელ უთქვამს, რომ ჯოლი პიტისთვის შეუფეებელია. გრძნობდა, რომ ანჯელინა მისთვის ძალიან რთული ქალია. ბრედი საყვარელი და უბრალო ადამიანია,“ – ამბობს ინფორმატორი.
ენისტონი პიტზე 2000 წელს დაქორწინდა, ხუთი წლის შემდეგ ისინი დაშორდნენ.