გაიგეთ რა ელოდება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს სიყვარულში:
ვერძი
იმ კვირას, პარტნიორთან განუმეორებელი ინტელექტუალური თავგადასავალი გელოდებათ. თქვენი დიდი ხნის სურვილია გაიგოთ საინტერესო ამბები მისგან. ეს საშუალებას მოგცემთ, ერთმანეთი უკეთ გაიცნოთ, რაც მეტად დაგაახლოვებთ.
კურო
სასიყვარულო სარბიელზე არსებული დაბნეულობა გაიფანტება. ასევე, დასრულდება არასწორი კუმუნიკაცია და უთანხმოება პარტნიორთან. საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, ურთიერთობა კვლავ აღადგინოთ. ამ გადაწყვეტილების სისწორეში კი მალევე დარწმუნდებით.
ტყუპები
ჰარმონიული ურთიერთობა გაქვთ პარტნიორთან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემები არ გაქვთ. გამომდინარე თქვენი ხასიათიდან, რომ სხვისი კეთილდღეობისთვის და ბედნიერებისთვის ყველაფერს გაიღებთ, ეს გეხმარებათ კონფლიქტის თავიდან აცილებაში.
კირჩხიბი
ის კვირა მარტო მყოფი კირჩხიბებისთვის ნაყოფიერი იქნება. ელოდეთ ცვლილებებს და სასიამოვნო სიახლეებს. თქვენს ცხოვრებაში ისეთი ადამიანი გამოჩნდება, რომლისადმი მიზიდულობას მალევე იგრძნობთ. გრძნობა ორმხრივი იქნება.
ლომი
პარტნიორთან გადაჭარბებული კომუნიკაციის სურვილის გამო, სექსუალური ხასიათის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს გააგზავნით ყველა ფორმით, იქნება ეს სატელეფონო თუ სოციალური ქსელის საშუალებით. თუ პარტნიორი ახალი გაცნობილი გყავთ და გსურთ ნაცნობებს გააცნოთ, იმ კვირაში ნუ დაგეგმავთ.
ქალწული
ის კვირა სიმშვიდის მომტანი იქნება. ნელ-ნელა იგრძნობთ, რომ თქვენი ნათქვამი პარტნიორს სწორად ესმის და ზედმეტი საუბარი არ გჭირდებათ. გასულ დღეებში არსებული გაუგებრობები დაივიწყეთ და შენიშვნების და შეხსენებების ნაცვლად, სასიამოვნო იდეებზე იფიქრეთ.
სასწორი
სასურველი ადამიანის თვალში გამოჩნდებით იმაზე ლამაზი და ჭკვიანი, ვიდრე აქამდე იყო. იმ კვირის განმავლობაში თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენთ, რაც პარტნიორს თქვენს რეალურ სახეს დაანახებს.
მორიელი
საოცარი თავდაჯერებულობისა და ქარიზმატულობის წყალობით, მარტივად იზიდავთ საპირისპირო სქესს. მიუხედავად იმისა, მარტო ხართ თუ არა, იმ კვირაში, იმაზე მეტ ინიციატივას და ყურადღებას იგრძნობთ საპირისპირო სქესისგან, რაც ადრე არ ყოფილა.
მშვილდოსანი
მაქსიმალურად აქტიურად ჩაერთეთ სოციალურ ცხოვრებაში. თუ მარტო ხართ, შანსი გაქვთ რომელიმე წვეულებაზე საინტერესო ადამიანი გაიცნოთ. ხოლო, თუ უკვე გყავთ პარტნიორი, სასურველია განმარტოება. დაუთმეთ მეტი დრო ერთმანეთს.
თხის რქა
წარუმატებელი ურთიერთობის გამო იმედგაცრუებული ხართ. პირველმა ნაბიჯებმა არ გაამართლა, რადგან ორივე დუმილს ამჯობინებთ. თუ გსურთ ვითარება შეცვალოთ, გამოიჩინეთ ინიციატივა და ხმამაღლა ისაუბრეთ გრძნობებზე.
მერწყული
ფინანსურ საკითხებზე დაწყებული კამათი და გაუგებრობა იმ კვირაში დასრულდება. ერთ-ერთი მხარე კომპრომისზე წავა. თუმცა, ორივე პირობას დადებთ, რომ მომავალში, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ერთმანეთის აზრს გაითვალისწინებთ.
თევზები
იმ კვირას სასიამოვნო ინფორმაციას გაიგებთ, რაც პარტნიორს ეხება. მას სამსახურში დააწინაურებენ ან სოლიდურ ბონუსს მისცემენ. თქვენ კი საშუალება გექნებათ ერთად დაგეგმილი იდეა განახორციელოთ.