LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ევროპული საქართველოს” წევრები პარლამენტში დაკავებულ თანამდებობებს ტოვებენ

289
კა

“ევროპული საქართველოს” წევრები პარლამენტში კომიტეტებს და მათ მიერ დაკავებულ თანამდებობებს ტოვებენ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მათ ამის შესახებ  პარლამენტს განცხადებით უკვე მიმართეს.

დღევანდელ სხდომაზე, ბიურომ ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებები მათ მიერ კომიტეტების დატოვების თაობაზე ცნობად მიიღო.

სერგი კაპანაძე განათლების, მეცნიერების და კულტურის და ევროინტეგრაციის კომიტეტს ტოვებს.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტიდან მიდის ელენე ხოშტარია. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს ტოვებენ დეპუტატები ლაშა დამენია და ლელა ქებურია.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები კი აღარ იქნებიან ირაკლი აბესაძე და ოთარ კახიძე.

ოთარ კახიძე ასევე საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტსაც ტოვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g