LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა საჭიროა ცხოვრება, თუ არ ცდილობ სხვისი ყოფის შემსუბუქებას?!“ – თომას ელიოტის ცნობილი გამონათქვამები

2670
თომას ელიოტი

მოდერნისტული პოეზიის წარმომადგენელი თომას ელიოტი, რომლის ლექსებმა, პოემებმა და კრიტიკულმა სტატიებმა უზარმაზარი გავლენა მოახდინა მეოცე საუკუნის კულტურაზე, სამართლიანად ითვლება ინგლისურენოვანი ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე პატივცემულ და პოპულარულ პოეტად.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ თომას ელიოტის ცნობილ ფრაზებს:

ნუ გექნება სამყაროს განათების იმედი, თუ მუდმივად მუქ სათვალეს ატარებ.

დღევანდელ სამყაროში სიბრძნე ცოდნას ეწირება, ცოდნა კი, მოჭარბებული ინფორმაციის მსხვერპლი ხდება.

მთავარი არა ახალი გამოცდილების შეძენა, არამედ ძველის ახლებურად გამოყენებაა.

ყოველი წამი ახალი ცხოვრების დასაწყისია.

მამაკაცი ყველაფრის დავიწყებით ცხოვრობს, ქალი კი, პირიქით – ყველაფრის დამახსოვრებას ცდილობს.

იქ, სადაც დემოკრატია ხარობს, ადამიანი კარგავს ინდივიდუალურობას.

სინამდვილეში, აწმყო წარსულის და მომავლის, ახდენილი და აუხდენელი ოცნებების ნაკრებია და მეტი არაფერი.

ყველაზე რთული 50-დან 60 წლამდეა, როცა მუდმივად რაღაცას ელიან შენგან, შენ კი, არც ისე მოხუცი ხართ, რომ უარი უთხრა.

სინამდვილეში, მხოლოდ ღარიბმა იცის სიმდიდრის ნამდვილი ფასი და უპირატესობა.

შეუძლებელია ტრადიციის მემკვიდრეობით მიღება, რადგან მისი მოპოვებაა საჭირო.

ხშირად ის, რასაც სასოწარკვეთას ვეძახით, სინამდვილეში აუხდენელი ოცნებების  მტანჯველი განცდაა.

ურწმუნო ადამიანმა თვითონაც არ იცის რისთვის ცხოვრობს.

ჯოჯოხეთი ყველას საკუთარ თავში აქვს, რომელსაც ვერსად გაექცევა.

ყველაზე დიდი ცოდვა – მოწყენილობაა.

ტელევიზია – მხოლოდ გართობის საშუალებაა, როცა მილიონობით ადამიანი ერთსა და იმავე ფილმს, ერთსა და იმავე დროს უყურებს და მაინც მარტოა.

ახალგაზრდა მუშაობის ბოლოს იღლება, ხანდაზმული კი, მუშაობის დაწყებამდეც დაღლილია.

magti 5g