LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 მილიონი ავიაბილეთი 25%-მდე ფასდაკლებით – Black Friday კიდევ ერთი ავიაკომპანიისგან

242
cheap-flights-to-boston

სავაჭრო სფეროში მასშტაბური ფასდაკლებების დღეს – ე. წ „შავ პარასკევს“ ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-იც შეუერთდა. როგორც ავიაკომპანიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ, მოქალაქეები 25%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ. ფასდაკლების აქციის ფარგლებში, 1 მილიონი ავიაბილეთი გაიყიდება.

შეგახსენებთ, Ryanair-მა საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლა 6 ნოემბერიდან დაიწყო. ფრენა თბილისისკენ მილანის ბერგამოს საერთაშორისო აეროპორტიდან, ადგილობრივი დროით, 14:55 საათზე განხორციელდა, ხოლო თვითმფრინავი განრიგის მიხედვით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თბილისის დროით, 22:05 საათზე დაეშვა.

7 ნოემბრიდან ფრენები უკვე ქუთაისის მიმართულებითაც დაიწყო, კერძოდ მარსელიდან. 9 ნოემბერიდან კი „რაინეარი“ ოპერირებას ქუთაისი-ბოლონიის სამარშუტო ხაზზეც შეუდგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g