LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო თანამედროვე სტანდარტების ელმავლების წარმოებას იწყებს

63

საქართველო თანამედროვე სტანდარტების ასინქრონულძრავიანი ელმავლების წარმოებას იწყებს.

“საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, ერთობლივი საწარმოს-სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის ქარხნის მშენებლობაზე “საქართველოს რკინიგზასა” და ქართულ-ჩინურ კომპანიას შორის წინარე ხელშეკრულება დღეს გაფორმდება.

ერთობლივი საწარმო, დაფუძნებულია ჩინური მხრიდან CRRC-ის, ხოლო ქართული მხრიდან -BMI Partners და AS Group 1990 ის მიერ.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება 20 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია და დასაქმდება ათასამდე ადამიანი. ღონისძიება რესტორან “ფუნიკულიორის” წვეულებათა დარბაზში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g