LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

TAC-ი საქართველოში ფილიალების ქსელს აფართოვებს

235

საოჯახო ტექსტილის ბრენდი TAC -ი  საქართველოში ფილიალების ქსელს აფართოებს.

10 ოქტომბრიდან, ქალბატონებს შეეძლებათ,  სახლის თანამედროვე ტექსტილის შეძენა ვაკეში, ჭავჭავაძის №23-ში და გლდანში მდებარე ახალ სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“, ხიზაბავრის ქ. №1. თვის ბოლომდე კი იგეგმება კიდევ ერთი რიგით მეშვიდე ფილიალის გახსნა,  სავაჭრო ცენტრ East Point-ში.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს,  ამჟამად TAC-ის ტექსტილი ხელმისაწვდომია მხოლოდ თბილისში მდებარე 6 ფილიალში. თუმცა,  კომპანიის მენეჯმენტი მიზნად ისახავს უახლოეს მომავალში ფილიალების გახსნას მთელი საქართველოს მასშტაბით.

“არანაირი კომპრომისი ხარისხის ხარჯზე“ –  ამ ლოზუნგით ოპერირებს TAC-ის მენეჯმენტი მთელი მსოფლიო გარშემო და საკუთარი ბრენდი ქვეშ აერთიანებს მაღალი ხარისხისა და თანამედროვე კოლექციებით გამორჩეულ ისეთ ტექსტილის ბრენდებს, როგორიცაა: TAC, Valeron, Pierre Cardin, Linens, Kristal, CASABEL, Brielle, teona, Bianca Luna და ა.შ”, – აცხადებენ კომპანიაში.

ცნობისთვის, TAC უმსხვილესი თურქული ჰოლდინგის ZORLU-ს წევრია, რომელიც  4 საქმიანობის არეალს აერთიანებს: ტექსტილი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, უძრავი ქონება და ელექტროენერგიის გამომუშავება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g