ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3 702 უბნიდან ამ დროისთვის 3045 უბნის შედეგები აქვს დათვლილი, რაც ხმების 82,55 %-ს შეადგენს.
ახალი მონაცემების მიხედვით, პროპორციულ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 49,26 %, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 26,46 % მიიღო.
„პატრიოტთა ალიანსს“ 5 %-იანი მხარდაჭერა აქვს. „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ხმების 4,58 % მიიღო,
„ლეიბორისტულმა პარტიამ“ 3,12 %, „რესპუბლიკელებმა“ კი 1,55 %.