ცოტა ხნის წინ ანჯელინა ჯოლი ლონდონში ჩაფრინდა, სადაც პოპულარული მიუზიკლი „ძვირფასი ევან ხენსენი“ ნახა. წარმოდგენის დასრულების შემდეგ, 44 წლის მსახიობი სამსახიობო დასს შეხვდა. განსაკუთრებით ემოციური გამოდგა შეხვდრა ალექს-ტომას სმიტთან. მსახიობი ენჯის დიდი ხნის გულშემატკივარი აღმოჩნდა, მას მკლავზე ანჯელინა ჯოლის გამოსახულება აქვს ამოსვირინგებული. ერთობლივი ფოტოებიდან ჩანს, რომ ამ შეხვედრით ენჯიც და ალექს-ტომასიც აღფრთოვანებულები არიან.
თავად ჯოლი ტატუს დიდი მოყვარულია და თავად უამრავი ტატუ აქვს.