LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ჯაში ვალდივიის კინოფესტივალზე მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა

80

სალომე ჯაში დოკუმენტური ფილმით “დაისის მიზიდულობა” ჩილეში, ვალდივიის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა.
კინოფესტივალი 11-16 ოქტომბერს გაიმართა.

“დაისის მიზიდულობა” ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. იგი საქართველოს და გერმანიის კოპროდუქციაა. ფილმი რეგიონული სატელევიზიო არხის საშუალებით ერთი პატარა ქალაქის შესახებ მოგვითხრობს, სადაც რიტუალები და ტრადიციები, ნორმები და დოგმები ცხოვრების წესს განსაზღვრავს და სადაც თანამედროვე მსოფლიოს ანარეკლიც იჭრება.

ფილმის მსოფლიო პრემიერა ნიონის კინოფესტივალზე შედგა, სადაც სალომე ჯაშმა მთავარი ჯილდო The Main Prize of Regard Neuf section მოიპოვა.

ვალდივიის საერთაშორისო კინოფესტივალი ჩილეში 1993 წლიდან იმართება და იგი ქვეყანაში ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ღონისძიებად ითვლება

gnfc.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g