LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პროგრეს ბანკს” საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა

57

სს “პროგრეს ბანკის” აქციონერთა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და არასაბანკო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციად გარდაქმნის შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, სს “პროგრეს ბანკს” გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია და ბანკი ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. ლიკვიდაციის პროცესში სს “პროგრეს ბანკი” არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად გარდაიქმნება.

როგორც ცნობილია, 2016 წლის სექტემბერში სს “პროგრეს ბანკის” აქტივებისა და ვალდებულებების დიდი ნაწილი სს “თიბისი ბანკმა” შეიძინა.

ეროვნული ბანკის შეფასებით, სრულად დაკმაყოფილდება ბანკში დარჩენილ კრედიტორთა, პირველ რიგში კი – დეპოზიტართა მოთხოვნები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g