LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად უნდა ვიმოგზაუროთ იანვარში –  6 საუკეთესო დანიშნულება

770
trvls-newsw34434343435

შობა ახალი წლის გრანდიოზული აღნიშვნის შემდეგ კარგად დასვენება და აზრების მწყობრში მოყვანა ურიგო იდეა ნამდვილად არ არის.

გადახედეთ რამდენიმე დანიშნულებას, რომელიც წლის საუკეთესო დასაწყისია:

აღმოაჩინე ვულკანები, ნიკარაგუა

იანვრის თვეში ნიკარაგუაში ბევრი მზე და თბილი ტემპერატურა დაგხვდებათ. ქვეყანა ნელ–ნელა უფრო და უფრო პოპულარული და თან უფრო ხელმისაწვდომიც ხდება. რთული წარსულის გამო ნიკარაგუა სხვადასხვა გავლენების უნიკალური მიქსია და ვიზიტორებს – ფოლკლორს, მუსიკას, სამზარეულოს და ლიტერატურას სთავაზობს. ზოგადად ქვეყანა ტბებისა და ვულკანების სამყაროდ მიიჩნევა და ყველაზე გეოლოგიური დანიშნულებაცაა.

ყინულის ქალაქი – ხარბინი, ჩინეთი

მიუხედავად იმისა, რომ ხარბინი იმავე სარტყელში იმყოფება სადაც მილანი თუ ზაგრები,  ტემპერატურა შესაძლოა –25 გრადუსამდეც კი დაეცეს. ესაა ერთ–ერთი მიზეზი იმის თუ რატომ ტარდება ქალაქ ხარბინში ყველაზე დიდი ყინულის ფესტივალი. ყოველ წელს, 5 იანვრიდან მთელი ქალაქი თოვლის სამყაროდ გადაიქცევა და მთელი ეს პროცესი ლამაზი განათებებით და საინტერესო შეჯიბრებებითაა სავსე.

ადგილობრივი თუ საერთაშორისო ხელოვანები დღე და ღამე მუშაობენ, რათა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი სკულპტურები შექმნან. მათი ნამუშევრები ყოველ წელს უფრო და  უფრო გასაოცარი ხდება.

საშობაო ფასდაკლებები ევროპულ დედაქალაქებში

იანვარში ყველა მნიშვნელოვანი დღესასწაული დასრულებულია და გაზაფხულამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. ამასთან, იანვარი შუა სეზონური სეილებისთვის საუკეთესო დროა.

საშოპინგოდ  ევროპაში უამრავი ადგილი არსებობს. როდესაც სეილებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ლისაბონი ნამდვილად არ გვახსენდება, თუმცა ევროპის ერთ–ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ქალაქი ნამდვილად საუკეთესო დანიშნულებაა. ამასთან, შოპინგთან ერთად ლისაბონში ისტორიული ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაც შეიძლება.

თუკი შედარებით ნაკლებად პოპულარული ადგილის მონახულება გსურთ, მაშინ ბორდოს უნდა მიაკითხოთ. ფრანგულ ქალაქში მაღაზიებს ერთი დიდი უბანი ეთმობა და სასურველი ნივთის პოვნა ყველა გემოვნების ადამიანს შეუძლია.

სეზონურ ფასდაკლებაზე საუბრისას მოდის დედაქალაქ მილანს გვერდს ნამდვილად ვერ ავუვლით. მილანში სეილი მანამდე გრძელდება, სანამ დახლები არ დაცარიელდება.

ზამთრის სპორტი, რუმინეთი

როდესაც ზამთრის სპორტის სახეობებზე ვსაუბრობთ რუმინეთი ალბათ ყველაზე ბოლოს გაგვახსენდება, თუმცა ქვეყანას 33 სასრიალო კურორტი აქვს და თითოეული მათგანიდან ულამაზესი ხედი იშლება. თანაც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რუმინული კურორტები ყველაზე ხელმისაწვდომია და არც ხარისხის ნაკლებობას უჩივის.

აღმოაჩინეთ ველური დასავლეთი

მიუხედავად იმისა თუ სად ხართ, იანვარი სწორედ ის თვეა როცა თბილი ადგილებისკენ უნდა გაეშუროთ. ლეგენდარულ ველურ დასავლეთში კი როგორც წესი, მთელი წელი ნორმალური ტემპერატურა ნარჩუნდება.

ერთ–ერთი ასეთი დანიშნულება სამხრეთ ტეხასში განთავსებული პატარა ქალაქი ბანდერაა, რომელსაც „კოვბოების დედაქალაქსაც“ უწოდებენ.

ცოტა მოშორებით მდებარეობს ლას ვეგასიც, სადაც გარდა თამაშისა უამრავი ჰოლივუდური ლოკაციის შეთვალიერებაა შესაძლებელი.

ახალი წელი ვიეტნამში

მათთვის ვისაც ძველი წლის გაცილება და ახალის შეხვედრა უყვარს, იანვარი ძალიან სევდიანი თვეა. საბედნიეროდ, ახალ წელს ზოგიერთი ქვეყანა სხვა დროს აღნიშნავს და ერთ–ერთი ასეთი დანიშნულებაა ვიეტნამი.

ვიეტნამელები ჩინურ კალენდარზე არიან დამოკიდებული და შესაბამისად ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული 25 იანვარს იწყება. ასე რომ შეგიძლიათ სწორედ ამ ლოკაციას მიაშუროთ და დღესასწაული გაიხანგრძლივოთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g