LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო ნაცვლიშვილი “ვიქტორიას სიკრეტის” კასტინგში მონაწილეობს!..

125

ყველაზე წარმატებული ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი ცნობილი თეთრეულის ბრენდის “ვიქტორიას სიკრეტის” ჩვენების კასტინგში მონაწილეობს. თაკოს არაერთხელ უთქვამს ინტერვიუებში, რომ ამ ბრენდის ერთ-ერთ წარმომადგენელს მოეწონა და აპირებდა, კასტინგზე ბედი ეცადა. თაკომ კასტინგის პირველი ტური წარმატებით გაიარა. წინ დასკვნითი ეტაპია.

შეგახსენებთ, რომ “ვიქტორიას სიკრეტი” ყოველ წელიწადს მასშტაბურ შოუს მართავს, სადაც მსოფლიო შოუბიზნესის ვარსკვლავები იყრიან თავს. “ვიქტორიას სიკრეტმა” უამრავი მოდელი გახადა პოპულარული და მათი კარიერა ახალ ეტაპზე გადაიყვანა. ბრენდის “ანგელოზები”, როგორც მათ ეძახიან, სუპერპოპულარულები არიან, მათ ძალიან დიდ ჰონორარებს უხდიან.

ქართველი მოდელის “ვიქტორიას სიკრეტის” ჩვენებაზე მოხვედრა უდავოდ დიდი წარმატება იქნება.
თაკო ნაცვლიშვილმა აქამდე არაერთი ცნობილი კომპანიის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის მსოფლიო ბრენდებს ამოიკითხავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g