LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი: ცოტნე გამსახურდია გადაყვანილია რეანიმაციაში, ხელოვნურ სუნთქვაზე, მდგომარეობა მძიმეა

1666
c16de8a2752d67001853e5455024da2d

ცოტნე გამსახურდიას ოპერაცია დასრულდა. მას ქირურგიული ჩაერევა 7 საათის განმავლობაში უტარდებოდა. როგორც ექიმი ამბობს, ოპერაცია წარმატებით დარსულდა, თუმცა ცოტნეს მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

ცოტნე გამსახურდია დაჭრეს

“პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა: მრავლობითი ტრავმა გულმკერდის, მრავლობითი ტრავმა თავის ტვინის და თავის ქალას. ძალიან ბევრი ჰემატომა იყო თავის ქალის, როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ, დაზიანებული იყო ძვლები ქალა ტვინის, შუბლის წილში და თხემის წილში და გავიყვანეთ საოპერაციოდ. 7 საათი მოვუნდით ოპერაციას, ჰემატომები ამოღებულია, დადრენირებულია. ტვინის მდგომარეობა, ტვინის რელაქსაცია ასე ვთქვათ, ოპერაციის ბოლოს, გემატომის მოშორებიას შემდეგ, იყო დამაკმაყოფილებელი და პაციენტი გადაყვანილია რეანიმაციაში, ხელოვნურ სუნთქვაზე, რაზეც დარჩება რამოდენიმე დღე.

მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ჰემატომა ამოვიღეთ და თავის ტვინის მდგომარეობა ასე თუ ისე იყო დამაკმაყოფილებელი, მდგომარეობა მაინც რჩება მძიმე და რამოდენიმე დღის განმავლობაში გამოიკვეთება პროგნოზი როგორი იქნება. საფრთხე ემუქრება რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საფრთხემ უკვე ჩაიარა. შესაძლოა, დასჭირდეს კიდევ ოპერაცია როგორც თავზე, ისე გულმკერდზე. ამას ყოველდღიური მონიტორინგი გვაჩვენებს. გვეყოლება ძილში რამდენიმე დღე. ყოველდღიური მონიტორინგი იქნება კომპიუტერული ტომოგრაფიით და ყველაფრით, ყველა რესურსით, რაც კლინიკაში გვაქვს და ყველაფერი გვაქვს, რისი საჭიროებაც არის. დანარჩენი გამოჩნდება ყოველდღიური დაკვირვების რეჟიმში,”- განაცხადა არჩილ ჯვარშეიშვილმა.

ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიას მანამდე ოპერაცია გულ-მკერდის არეში ჩაუტარდა. პირველი ოპერაციის შემდეგ ტომოგრაფიულმა კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტი ნეიროქირურგიულ ოპერაციას საჭიროებდა.

ძმის მდგომარეობის შესახელ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა კონსტანტინე გამსახურდიამ. ის წერს, რომ “საქმე გვაქვს სიცოცლისთვის სახიფათო მრავლობით ტრამვასთან”

“ოპერაცია დასრულდა. ბატონი არჩილი თვლის, რომ წარმატებულად, თუმცა ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავსო. მდგომარეობა მძიმეა. ესა თუ ის პრობლემა თავს როდის იჩენს, ამას ვერ ვიტყვითო. ეს იმიტომ, რომ საქმე გვაქვს სიცოცლისთვის სახიფათო მრავლობით ტრამვასთან. უახლოესი რამოდენიმე დღე კრიტიკულია, შესაძლოა კვირაც, ასეთ შემთხვევაში პროგნოზი რთულია,”-წერს კონსტანტინე გამსახურდია.

ცნობისთვის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია გუშინ დაჭრეს. შემთხვევა თბილისში, ვერაზე, ცოტნე გამსახურდიას სახლთან მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g