მედიაბაზარზე დიდი გადახალისება იწყება. გაზეთ „პრაიმტაიმის“ კულუარული ინფორმაციით, ახალი სეზონიდან იმედზე ნინო შუბლაძე გამოჩნდება, რომელიც თეა სიჭინავას ჩაანაცვლებს.
,,პრაიმტაიმის” ინფორმაციით, იმედზე სხვა ცვლილებებიც იქნება. უფრო კონკრეტულად – ტელეკომპანია „მაესტრო“ სრულიად გასართობი არხი გახდება. დაიხურება პოლიტიკური გადაცემები: „მაესტროს ფაქტორი“, „ღამის კონტაქტი“ და „SWOT-ანალიზი“. ირაკლი ჩიხლაძე კი კვირაში ერთ გადაცემას წაიყვანს. სავარაუდოდ, ის კვირაში ერთხელ ისევ „მოვლენათა ეპიცენტრს“ გაუძღვება.
,,პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ნანა ლეჟავა ახალი სეზონიდან იმედის საინფორმაციოში გამოჩნდება და ,,რვიანს” ლევან ჯავახიშვილთან ერთად წაიყვანს.
ნანა ლეჟავას საინფორმაციოში გადასვლაზე დიდი ხანია საუბრობენ, ახალი სეზონიდან კი ,,პრაიმტაიმის” ინფორმაციით, საუბრები რეალობად იქცევა.