LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბედნიერების ეს შოკი მარტომ გადავიტანე ქუჩაში – ანიტას ბებია უახლესი ინფორმაციით ინდოეთიდან

12743
5555

2 წლის ანიტა ფაცაციას ბებიამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ძალიან სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა. როგორც თამარ გლურჯიძე წერს, შესაძლოა ანიტას გულის ტრანსპლანტაცია არ დასჭირდეს. ექიმების თქმით, ოპერაცია იმ შემთხვევაში ჩატარდება თუ ჯერ მკურნალობა, შემდეგ კი გულის აპარატის ჩადგმა შედეგს არ გამოიღებს.

“ემოციებისგან მიჭირს აზრის დალაგება. ექიმი გვეუბნება ვიწყებთ მკურნალობით. არის ალბათობა, რომ მკურნალობას დაემორჩილოსო. უკიდურეს შემთხვევაში, თუ ასე არ მოხდა, ვსვავთ აპარატსო. კატეგორიულად აქვს გადაწყვეტილი, თუ ბავშვის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას მისცემს, დაზოგოს ბავშვი გულის გადანერგვის ოპერაციისგან.
არ თქვას არავინ, რომ ამდენი ლოცვის დამსახურება არ არის ეს საოცრება.
სიტყვები არ მაქვს, ვერ ვაზროვნებ, ვერ ვწერ ბედნიერებისგან.
მადლობა ყველას” – წერს ანიტას ბებია.

 

 

ანიტას ბებიის თქმით, ინდოელი ექიმები მიიჩნევენ, რომ გადანერგვის გარეშე განკურნების არც ისე მცირე ალბათობაა.

“მოკლედ, ბედნიერების ეს შოკი მარტომ გადავიტანე ქუჩაში. ირგვლივ მყოფები ხომ გადავრიე არაადეკვატური შეძახილებით და ქცევებით და თან, როგორც ჩანს, უნებლიე მოძრაობებიც მქონდა და სათვალეც მივაფშვნიე. ანიტა, ასე უნდა გადარიო, გოგო, ბებია?!
რა ბედნიერი ვარ, ცოტა ხანი არ მკითხოთ არაფერი, აზრებს ვერ ვალაგებ” – წერს თამარ გლურჯიძე.

 

 

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც იტალიის კლინიკამ ანიტასთვის ოპერაციის ჩატარებაზე უარი თქვა, პატარა მკურნალობას ინდოეთში განაგრძობს. ანიტამ ფრენა კარგად გადაიტანა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g