LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ურუგვაიში ფეხბურთი შეაჩერეს: რისი გულისთვის მოკლეს 21 წლის ბიჭი

101

ურუგვაის ჩემპიონატი „პენიაროლის“ 21 წლის გულშემატკივრის მკვლელობის გამო შეწყდა.
ბიჭი იმას შეეწირა, რომ თავდამსხმელებს საკლუბო ატრიბუტიკა არ მისცა.

ერნან ფიორიტო „ნასიონალის“ ფანებმა ჩაცხრილეს, რომლებიც მისი ატრიბუტიკის დაუფლებას ცდილობდნენ. მოკლულთან ერთად დაზარალდა „პენიაროლის“ კიდევ ორი ქომაგი. მკვლელობის ბრალდებით 12 ეჭვმიტანილი დაკავეს.

ურუგვაის საფეხბურთო ასოციაციამ ჩემპიონატის ყველა მატჩი გააუქმა. მიმართვაში აღნიშნულია, რომ თითოეული ურუგვაელისთვის ფეხბურთი მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ჩემპიონატის განახლების ვადები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„პენიაროლი“ და „ნასიონალი“ მონტევიდეოს გუნდებია – ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი და პოპულარული კლუბები. მათ დაპირისპირებას ურუგვაის კლასიკოს ეძახიან.

ეს სეზონი ურუგვაიში უსაფრთხოების პრობლემების გამო ისედაც ერთი თვის დაგვიანებით დაიწყო.

 

cwghp8fxeaaalg5

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g