LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში, ესპანური ინვესტიციებით სპირტის საწარმო აშენდება

449

ჰუალინგის ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში  ესპანური ინვესტიციით ღვინომასალისგან სპირტის მიღების საწარმო ამუშავდება. შესაბამის ხელშეკრულებას უკვე მოეწერა ხელი ინვესტორ კომპანიასა და თიზ-ის მენეჯმენტს შორის.

როგორც ”ფორტუნას” ჰუალინგის თიზ-იდან აცნობეს, კომპანიამ იჯარით აიღო 3000 კვ.მ. შენობა-ნაგებობა, სადაც მომდევნო 6 თვის განმავლობაში განახორციელებს შესაბამისი დანადგარების მონტაჟს, ლაბორატორიის მოწყობას და ა.შ. კომპანიის მიერ გათვალისწინებულია საერთო ჯამში 5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება და 20-30 ადგილობრივი მუშახელის დასაქმება.

გარდა ამისა, ჰუალინგის თიზ-ში უკვე მიმდინარეობს სილიციუმის გადამამუშავებელი ქარხნის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც სავარაუდოდ ერთ წელიწადში ამოქმედდება და აქაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.

”აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა უცხოელ ინვესტორთან ისეთი წარმოების ხაზების განვითარებისთვის, როგორიცაა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ელექტროტექნიკის წარმოება, ლედ ნათურების ქარხანა, ტექსტილის საწარმო, და ა.შ. ჰუალინგის თიზ–ში უკვე წარმატებით ფუნქციონირებს სხვადასხვა საწარმო, მათ შორის ხე-ტყის მასალისა და ქვის გადამუშავება, ავეჯის ქარხანა, მატრასების წარმოება და ა.შ. ახალი საწარმოო პროექტები და ამ მიმართულებით დაგეგმილი აქტივობები ხაზს უსვამს ზონის სტაბილურად მზარდ მიმზიდველობას ქართველი და უცხოელი ინვესტორებისთვის, რაც, საგადასახადო შეღავათებთან ერთად, განპირობებულია იმ პირობებითა და შეთავაზებებით, რომელსაც ჰუალინგის თიზ სთავაზობს კომპანიებს. როგორც ცნობილია, ზონაში რეგისტრირებული კომპანიები სრულად და სამუდამოდ არიან გათავისუფლებული დღგ-სგან, ასევე მოგების, დივიდენდის, ქონებისა და იმპორტის გადასახადებისგან”, – ნათქვამია ჰუალინგის ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მენეჯმენტის  მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g