კაბები, ფეხსაცმელები, ჩანთები და კიდევ უამრავი აქსესუარი – ლეგენდარული არტისტის, ემი უაინჰაუსის პირადი ნივთები, პირველად, ,,ჯულიენის აუქციონზე” გაიყიდება. შემოსული თანხა კი ემი უაინჰაუსის სახელობის საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება, რომელიც ალკოჰოლ და ნარკოდამოკიდებულ ახალგაზრდებს ეხმარება.
აუქციონი მუსიკოსის გარდაცვალების 10 წლისთავს მიეძღვნება.