LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ მაინტერესებს” – ვაჟა გაფრინდაშვილი ერეკლე კუხიანიძეზე: რა თქვა ექიმმა დაკითხვაზე

876
ioo

“არ მაინტერესებს” – ამბობს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ერეკლე კუხიანიძეზე, რომელმაც ექიმის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა. ექიმის თქმით, კუხიანიძის შესახებ გათავისუფლების შემდეგ გაიგო. ამის შესახებ მან გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ისაუბრა.

ერეკლე კუხიანიძემ ვაჟა გაფრინდაშვილის და მისი ოჯახის შეურაცხმყოფელი პოსტი 13 დეკემბერს გამოაქვეყნა. “ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც! :(((((((” – წერდა კუხიანიძე სოციალურ ქსელში.

გაფრინდაშვილმა დაკავების პროცესიც გაიხსენა. მისი თქმით, სანამ სამხრეთ ოსეთის ე.წ სასაზღვრო დეპარტამენტის წარმომადგენლებს გადასცემდნენ, რუსმა მესაზღვრეებმა ჰკითხეს, რაიმე პრეტენზია ხომ არ ჰქონდა, ექიმმა კი უპასუხა” პრეტენზია, რა თქმა უნდა მაქვს, რომ თქვენ ხართ აქ. რაც შეიძლება დროზე მინდა დაბრუნდეთ სახლში”.

ექიმი 9 ნოემბერს კასპის რაიონში დააკავეს იმ დროს, როდესაც ის ოკუპირებულ რეგიონში პაციენტის სანახავად მიდიოდა. დე ფაქტო სასამართლომ მას 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ ე.წ. საზღვრის კვეთას არ აღიარებდა და საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

“დაკითხვაზე ვუთხარი, რომ არ ვაღიარებ საზღვარს – 13-ში მითხრეს, რადგან თქვენ არ აღიარებთ საზღვრის დარღვევას ეს არ არის ადმინისტრაციული სასჯელი, ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია. მე ვუპასუხე, კი ბატონო, თქვენ უფრო იცით, რასაც ჩათვლით საჭიროდ, ის გააკეთეთ-მეთქი”, – იხსენებს ექიმი.

 

ვაჟა გაფრინდაშვილი 49-დღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, 28 დეკემბერს გაათავისუფლეს.

magti 5g