გერმანულმა ავტოკონცერნმა გამოაქვეყნა წინასაახალწლო ვიდეო–რგოლი, რომელიც Mercedes-AMG–ის მრბოლელების წარმატებას ეძღვნება. სიურპრიზის სახით, ბრენდმა ფლაგმანი მოდიფიკაციის Mercedes-AMG GT 4-doors Coupe–ის გამოჩენაც გადაწყვიტა. სიახლე კამუფლაჟშია მოქცეული და ვიზუალური მახასიათებლების გარჩევა რთულია, თუმცა ვიდეოში ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ირკვევა, ავტომობილი სტარტს უხმაუროდ იღებს.
ლიფტბეკი Mercedes-AMG GT 2017 წლის კონცეპტის სერიული მოდელია. ინსაიდერების პროგნოზით, ავტომობილი ჰიბრიდულ აგრეგატს შეინარჩუნებს და მას 800 ცხენის ძალის განვითარება შეეძლება.
როგორც მოსალოდნელია, 0–დან პირველ 100 კმ–ს ჰიბრიდი მთავარ კონკურენტზე Porsche Panamera–ზე 3 წამით უფრო სწრაფად განავითარებს.
და ბოლოს, Mercedes-AMG GT–ს პრემიერა 2020 წლისთვის იგეგმება და ზუსტი თარიღი ცნობილი მოგვიანებით გახდება.