ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი ჯეინ ფონდა, რომელმაც კინოკარიერა 60-იან წლებში დაიწყო, 78 წლისაა. ოსკაროსანი მსახობი ამტკიცებს, რომ მას ასაკი ვერაფერს აკლებს. ფონდა ამჯერად ნიუ-იორკის უნივერსიტეტის თეატრში გამოჩნდა. წითელ ხალიჩაზე 78 წლის ვარსკვლავი თეთრი ფერის ანსამბლში ბრწყინავდა. მსახიობი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა თეთრი ფერის მოსასხამში, შარვალსა და ფეხსაცმელში. ის დიდხანს პოზირებდა ფოტოგრაფებთან.
ჯეინ ფონდა აქტიურად განაგრძობს მუშაობას კინოპროექტებზე და ხშირად ჩნდება პრემიერებზე.