მსოფლიოს ყველაზე „ძლიერი” პასპორტების რეიტინგში საქართველოს პასპორტი 53-ე ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პასპორტის მეშვეობით, ვიზის გარეშე მოგზაურობა მსოფლიოს 116 ქვეყანაშია შესაძლებელი.
მსოფლიოს „ძლიერი“ და „სუსტი“ პასპორტების რეიტინგი 2020 წლისთვის კომპანია Henley & Partners-მა გამოაქვენა. რეიტინგში სულ 107 ქვეყანა მოხვდა.
მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგში პირველ ადგილს იაპონია იკავებს, რომლის მოქალაქეებსაც უვიზოდ მოგზაურობა მსოფლიოს 191 ქვეყანაში შეუძლიათ. მსოფლიოში ყველაზე „სუსტი“ პასპორტი კი ავღანეთში აქვთ და გადაადგილება უვიზოდ მსოფლიოს მხოლოდ 26 ქვეყანაში შეუძლიათ.
ის, რაც ყველას გვაინტერესებს - რომელ ქვეყნებში შეგვიძლია საქართველოდან გამგზავრება უვიზოდ?
ჩილე, ჰონდურასი, ვანუატუ, გვატემალა - უვიზოდ სიარულის ეგზოტიკა!..
2020 წლის საუკეთესო პასპორტების 5-ეული ასეთია:
- იაპონია (191 ქვეყანა)
- სინგაპური (190 ქვეყანა)
- სამხრეთ კორეა, გერმანია (189 ქვეყანა)
- იტალია, ფინეთი (188 ქვეყანა)
- ესპანეთი, ლუქსემბურგი, დანია (187 ქვეყანა)
ყველაზე ცუდი პასპორტების ხუთეული კი ასეთი:
- ავღანეთი (26 ქვეყანა)
- ერაყი (28 ქვეყანა)
- სირია (29 ქვეყანა)
- სომალი, პაკისტანი (32 ქვეყანა)
- იემენი (33 ქვეყანა)