LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაპლანდიელი VS ლაგოდეხელი ირმები – ჩვენები უფრო ზღაპრულები არიან (ვიდეო)

1334
46711670

„მართალია ლაპლანდიელი ირმები საშობაო ზღაპრის გმირები არიან, თუმცა ლაგოდეხელი ირმები თავად არიან ზღაპრულები“, – ამ სათაურით აქვეყნებს ვიდეორგოლს საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები თბილისიდან 155 კილომეტრში, საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსვლეთ ნაწილში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ლაგოდეხის ნაკრძალსა და აღკვეთილს აერთიანებს.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ვიზიტორებს სხვადასხვა სირთულისა და ხანგრძლივობის მარშრუტებს სთავაზობს. 5 კეთილმოწყობილი და მარკირებული ბილიკი ხელუხლებელი ველური ლანდშაფტით მდიდარ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე სალაშქრო, საგანმანათლებლო, საცხენოსნო, კულტურული, სოკოს და ირმის მყვირალობის ტურების ფართო არჩევანს იძლევა. ადმინისტრაციის ეზოში საგანგებოდ ბავშვებისთვისაა მოწყობილი 600 მეტრიანი ,,ბუნების შემეცნებითი ბილიკი”.

აქ შეგიძლიათ ნახოთ როჭოს და ნინოსხევის ჩანჩქერები, მაჭის ციხე, შავი კლდეების ტბა, მოყვავილე იულიას ფურისულა, მლოკოსევიჩისა და ლაგოდეხის იორდასალამი. ტურისტული სეზონი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე გრძელდება მთელი წლის განმავლობაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g