LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაბანში ახალი პლასტმასის საწარმო აშენდება

107

შპს „ზ.ნ. ინოვაცია ჯორჯია“ გარდაბანში პლასტმასის მწარმოებელ საწარმოს ააშენებს.

კომპანიას მარტყოფში, ვაზიანის დასახლებაში, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში  8816 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 7 შენობა-ნაგებობა გადაეცა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საწარმოს ასაშენებლად შპს „ზ.ნ. ინოვაცია ჯორჯიას“ არანაკლებ 616 976 ლარის ინვესტიციას განახორციელებას გეგმავს. საწარმოში 35 ადამიანი დასაქმდება და წელიწადში 3000 ტონა პლასტმასის და მისი ნაწარმის ნარჩენები გადამუშავდება.

პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დღეის მდგომარეობით 211 პროექტია მხარდაჭერილი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 249.21მლნ ლარს შეადგენს. კომერციული ბანკების მიერ გაცემული  სესხების მოცულობა ჯამში  246.25 მლნ ლარია, ხოლო ჯამურად 10369  ადამიანი დასაქმდება.

magti 5g