LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე უცნაური ვარ… თავს ვგრძნობ როგორც ბიჭი სხვა სივრციდან” – 10 წლის აუტისტი ბიჭის მიერ შესრულებულმა საშინაო დავალებამ მსოფლიო დააფიქრა

5358
autistic-boy-poem-image

10 წლის ბენჯამინ გირუქსს ნიუ-იორკიდან, რომელსაც აუტიზმი აქვს, მასწავლებელმა სკოლაში ლექსის დაწერა დაავალა სახელწოდებით “მე ვარ”. ბენჯამინს სტრიქონების პირველი სიტყვები წინასწარ ჰქონდა მიცემული, თუმცა თვითონ უნდა დაესრულებინა. როგორც ბიჭის მშობლები ამბობენ, ბენჯამინი ამ დავალებით აღფრთოვანდა, სამზარეულოს მაგიდასთან დაჯდა და სანამ არ დაამთავრა წერა, აღარც ამდგარა.

როდესაც ლექსი მასწავლებელმა და მშობლებმა ნახეს ემოციების შეკავება გაუჭირდათ. ბენჯამინის დედამ ლექსი აუტიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის სოციალური ქსელის გვერდზე დადო, რის შემდეგაც ლექსი ვირუსულად გავრცელდა და მსოფლიომ აიტაცა. პატარა ბენჯამინის ლექსმა უამრავი ადამიანი დააფიქრა.

იხილეთ ბენჯამინის ლექსის თარგმანი: 

“მე უცნაური ვარ, მე ვარ ახალი

მაინტერესებს, შენც ხარ თუ არა,

მე მესმის ხმები ჰაერში,

ვხედავ, რომ შენ არა და ეს უსამართლობაა.

მინდა მოწყენილად არ ვგრძნობდე თავს,

მე უცნაური ვარ, მე ვარ ახალი,

თავს ვარწმუნებ, რომ შენც ასეთი ხარ,

თავს ვგრძნობ როგორც ბიჭი სხვა სივრციდან,

ვეხები ვარსკვლავებს და შევიგრძნობ სხვა სივრცეს.

ვდარდობ იმაზე რას იფიქრებენ სხვები,

ვტირი, როცა ხალხი იცინის, ეს უხერხულობას მიქმნის.

მე უცნაური ვარ, მე ვარ ახალი

ახლა ვხვდები, რომ შენც ასეთი ხარ,

მე ვამბობ: „თავს ვგრძნობ როგორც უკანონო“,

ვოცნებობ დღეზე, როცა ეს ნორმალური ამბავი იქნება,

ვცდილობ მოვერგო,

იმედი მაქვს ერთხელაც ამას მოვახერხებ,

მე უცნაური ვარ, მე ვარ ახალი.”

ბენჯამინი თავს ყოველთვის განსხვავებულად გრძნობდა, რადგან აუტისტი იყო და ზოგჯერ სხვა ბავშვებისგან გარიყულიც.

“როდესაც სკოლიდან ბრუნდება და ვეკითხებით, როგორ ჩაიარა მისმა დღემ, მხოლოდ ერთი სიტყვით გვპასუხობს” – ამბობს ბენჯამინის მამა სონი გირუქსი.

მისი ლექსი “მე ვარ”, მის ემოციებს საოცრად ორიგინალური გზით გამოხატავს, ის ნამდვილად განსაკუთრებული ახალგაზრდაა.
mazda magti 5g