ბავშვებისთვის კარგი მულტფილმის არჩევა ბოლო დროს საკამათო საკითხი გახდა. იქიდან გამომდინარე, რომ ანიმაციური ფილმები უდიდეს გავლენას ახდენს პატარებზე, სპეციალისტები ყველა პოპულარულ მულტფილს საგანგებოდ აკვირდებიან და რეკომენდაციებსაც გვაძლევენ. ამჯერად ჩვენ გამოვყავით ოთხი ანიმაციური სერიალი, რომელიც ფსიქოლოგების აზრით, ბავშვებს მეგობრობას, სიკეთესა და თანაგრძნობას ასწავლის. აქედან ორი მულტფილმი ქართულადაა გახმოვანებული
- ფუტკარი მაია (გერმანია, ბელგია. 2012)
ესაა საგანმანათლებლო მულტფილმი, რომელიც გერმანელი მწერლის, ვალდემარ ბონზელსის ზღაპრების მიხედვით შეიქმნა. ესაა გმირი, რომელიც დარწმუნებულია საკუთარ თავში, ადვილად პოულობს მეგობრებს, მიდის კომპრომისზე და ძალიან უყვარს ბუნება. სწორედ ამ მულტფილმით ეცნობა პატარა მწერების სამყაროს და იგებს, რამდენად მნიშვნელოვანია თითოელი მათგანი. ამ მულტფილმის ყურება 2 წლის ზევით პატარებისთვისაა რეკომენდებული.
- „მოგზაური დაშა“ და „წინ დიეგო, წინ“ (კანადა, აშშ)
ესაა მულტფილმები, რომლებიც ბავშვებში ლოგიკური აზროვნების უნარს აყალიბებს, ასევე ხელს უწყობს ფანტაზიის განვითარებას. „მოგზაური დაშა“ და მისი გაგრძელება „წინ დიეგო, წინ“ საუკეთესო საშუალებაა ბავშვებისთვის ისწავლონ ინგლისური ენა.
- ლეკვის საპატრულო (კანადა, 2003)
ესაა სათავგადასავლო მულტფილმი პატრულ ლეკვზე, რომელიც მზადაა დაეხმაროს ყველას. ესაა ფანტასტიკური მულტფილმი ბავშვებისთვის, რომლებსაც უყვართ მანქანები და ცხოველები. ლეკვის საპატრულოს აქვს სპეციალური სერია პატარა ბავშვებისთვის, რაც ყველა ასაკის ბავშვს აძლევს საშუალებს, დატკბეს ამ ულამაზესი სანახაობით. ამავე დროს, სწორედ მთავარი პერსონაჟი ეხმარება პატარებს გაიგონ, რომ ცხოველები მათი საუკეთესო მეგობრები არიან.
- ცხვარი შონი (დიდი ბრიტანეთი, 2007)
ანიმაციური სერიალის სიუჟეთის მიხედვით, ცხვარი შონი მიდის ქალაქში ფერმერის გადასარჩენად, სადაც მას ბევრი სახალისო თავგადასავალი ელის. ამ მულტფილმის პლუსი ისაა, რომ აქ თითქმის არაა დიალოგები. ცხოველები მხოლოდ ხმებს გამოსცემენ, რითაც პატარები მათ გახმოვანებას სწავლობენ.