LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2017 წელს ევროსა და დოლარის კურსის გათანაბრებას ელოდებიან

1406

2017 წელს ევროსა და დოლარის კურსი, შესაძლოა, გათანაბრდეს, ამის შესახებ მსოფლიო სავალუტო ბირჟის ტრეიდერები აცხადებენ.

დოლარის გამყარების მთავარ მიზეზად აშშ-ს პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევას ასახელებენ.

ტრამპის დაპირებებმა, რომ შეამცირებს გადასახადებს და გაზრდის ბიუჯეტის ხარჯვას, გამოიწვია მშპ-ს მოსალოდნელზე სწრაფი ზრდა, ამან კი, შესალძლოა, აიძულოს აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა, რეფინანსირების განაკვეთი აწიოს, რომ ეკონომიკის „გადახურება“ თავიდან აიცილოს.  ეს ყველაფერი კი, თავის მხრივ იმოქმედებს სხვა წამყვან ვალუტებთან მიმართებაში დოლარის გამყარებას.

euros

Deutsche Bank-ის შეფასებით, ევრო დოლართან მიმართებაში მომავალი წლის დასაწყისშივე შესაძლოა გაიაფდეს.

ნოემბრის დასაწყისში ევრო დოლართან მიმართებაში თითქმის 4 პროცენტით დაეცა. ბოლო 2 წლის მანძილზე დოლარის გამყარება ევროსთან მიმართებაში რეკორდულია.

ბოლოს პარიტეტი ევროსა და დოლარს შორის 2002 წელს დაფიქსირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g