LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020 წლის არჩევნებისთვის 42 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება – ცესკოს დადგენილება

103
1540738409-561-cesko-businesstime.ge

2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის 42 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებაშია აღნიშნული, არჩევნების ჩატარების ღონისძიებები ქვეყანას 32 349 928 ლარი დაუჯდება. აქედან 19 მილიონ ლარზე მეტი შრომის ანაზღაურებისთვისაა გამოყოფილი, ხოლო 9 მილიონი ლარი საქონელსა და მომსახურებაზე. არჩევნებისთვის მოხელეთა გადამზადებისთვის 1 061 000 ლარი დაიხარჯება. რამდენიმე მილიონი ლარია გამოყოფილი ასევე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსებისთვის. კერძოდ, ამ მიმართულებით 7 238 050 ლარი დაიხარჯება. საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯი კი 2 111 674 ლარს შეადგენს.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა. საქართველოს პარლამენტი 4 წლის ვადით აირჩევა. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან.

რაც შეეხება არჩევნების წესს, მიუხედავად საზოგადოების ნაწილისა და გაერთიანებული ოპოზიციის მცდელობასა – 2020 წლის არჩევნები ჩატარებულიყო პროპორციული წესით, მთავრობამ არ გაითვალისწინა, ამიტომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები ისევ შერეული სისტემით ჩატარდება.

ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, „ცესკოს” მოსამზადებლად დრო სჭირდება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები