LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Subaru–ს ახალი კროსოვერი რაღაც უჩვეულოდ გავს „ტესლას“

170
subaru-tesla

კომპანია Subaru–მ პრესისთვის ბრიფინგი ჩაატარა, სადაც ტექნოლოგიების განვითარებასა და ელექტროფიკაციის ვადებზე ისაუბრა. შემდეგ ავტომწარმოებელმა პირველი ელემენტიანი კროსოვერის მაკეტიც წარადგინა და დააზუსტა, რომ სიახლის შექმნაში Toyota–ც აქტიურადაა ჩართული.

Subaru–ს პრეზიდენტის ტომომი ნაკამურას განცხადებით, კომპანია განვითარებას და გაუმჯობესებას მომავალშიც აქტიურად გააგრძელეს. საუბარია სრულად ეკოლოგიურ ძრავებზე და უსაფრთხოების ინოვაციურ სისტემებზე. კომპანია ელექტროფიკაციაზეც აქტიურად იმუშავებს და ეტაპობრივად ყველა მოდელს ელექტრონულ ძრავზე გადაიყვანს.

ელექტროფიკაციის სავარაუდო თარიღად Subaru–ში 2035 წელს ასახელებენ. 2030 წლისთვის კი ელექტრო და ჰიბრიდული აგრეგატის მქონე ავტომობილებმა ბრენდის წარმოების 40% უნდა მიითვისოს. 2050 წლისთვის მავნე გამონაბოლქვის ოდენობა 90%–მდე შემცირდება.

და ბოლოს, რაც შეეხება ახალ ელექტრონულ კროსოვერს, მისი ვიზუალი ძალიან გავს ტესლას კროსოვერს. ხოლო, რაც შეეხება ტენქიკურ მახასიათებლებს ,ამ საკითხზე Toyota–მ იმუშავა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები