ბრიტანეთი მომდევნო კვირის ბოლოს ევროკავშირს დატოვებს-დედოფალმა „ბრექსითის“ შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა. შესაბამისად, კანონპროექტმა უკვე კანონის სტატუსი მიიღო. უკვე ხვალ კი, შეთანხმებას ხელს ევროკავშირის ლიდერები მოაწერენ.
დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი 2016 წლის ივნისში ჩატარდა და ევროკავშირიდან გასვლას 51,9%-მა დაუჭირა მხარი.
დიდ ბრიტანეთს ევროკავშირი 2019 წლის მარტში უნდა დაეტოვებინა, მაგრამ პროცესი რამდენჯერმე გადაიდო.
29 იანვარს ევროპარლამენტში სხდომა გაიმართება, სადაც შეთანხმების რატიფიცირებაზე იმსჯელებენ, 31 იანვარს კი ბრიტანეთი ევროკავშირს ოფიციალურად დატოვებს.