LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიყურება აბასთუმნის ისტორიული შენობები, რომლებსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა (ფოტოები)

2121
1579879859-abastu-1 (1)

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე 18 ავარიული სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აბასთუმანში თითქმის დასრულებულია.

რეაბილიტირებული შენობების ფოტოებს “სამხრეთ კარიბჭე” ავრცელებს. მათი ცნობით,  სამუშოები რამდენიმე სახლში ისევ მიმდინარეობს. სახლების ნაწილში ადგილობრივები უკვე დეკემბრიდან ცხოვრობენ, დანარჩენები ჯერ არ დაბრუნებულან. ფოტოები 2020 წლის იანვარშია გადაღებული.

როგორი იქნება განახლებული აბასთუმანი – კურორტის განვითარებაზე მუშაობენ

ცნობისთვის, სამცხე−ჯავახეთის რეგიონით ბიძინა ივანიშვილი 2018 წლის ზაფხულში დაინტერესდა, როდესაც აბასთუმანში ისვენებდა. გასული წლის ოქტომბერში კი ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ გადაწყვეტილი აქვს აბასთუმანი ელექტრომობილებით აღჭურვილ კურორტად აქციოს.

აბასთუმანი უნდა გახდეს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრი მსოფლიოში  –  ასეთი სურვილი გამოთქვა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ,  ბიძინა ივანიშვილმა, გასულ წელს.

3 წელიწადში! „აბასთუმნის შედეგით“ გათამამებული ივანიშვილი წყალტუბოსაც ააყვავებს

ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიდგომა - სახელმწიფოს დახმარებაა!

ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, აბასთუმნში კერძოს სექტორის მიერ განხორციელებულმა ჯამურმა ინვეტსიციამ  მილიარდნახევარ ლარს მიაღწია. ამის შესახებ ის მის მიერ გავრცელებულ ღია წერილში წერს, სადაც წყალტუბოს განვითარების პროექტის დაწყებას აანონსებს საკუთარი სახსრებით.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g