სპორტული სამყარო ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის გარდაცვალებას გლოვობს. ბრაიანტის დაღუპვის ამბავს ცნობილი ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულიაც გამოხმაურა.
„ძალიან ადრე, ძალიან სამწუხაროა. ძალიან ბევრი, გატეხილი გული, ძალიან ბევრი ცრემლი. მადლობა ძალიან ბევრი მოგონებისთვის“ – წერს ფაჩულია” ინსტაგრამის” გვერდზე.
https://www.instagram.com/p/B7zAlINnQGD/?utm_source=ig_embed
მანამდე ქართველმა კალათბურთელმა ტვიტი გამოაქვეყნა.
“არ შეიძლება ეს სიმართლე იყოს”- წერს ფაჩულია Twitter-ზე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, კალიფორნიაში, კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის შვილი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ. როგორც საერთაშორისო მედია წერს, ამჟამად, 5 ადამიანის გარდაცვალებაა დადასტურებული. ცნობილია, რომ ბორტზე არ იყო მისი ცოლი, ვანესა ბრაიანტი.
კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა
ვერტმფრენი, რომელშიც კობი ბრაიანტი იმყოფებოდა ლოს ანჯელესის კალაბასას გარეუბანში ჩამოვარდა.