LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთი და საქართველო გაზისა და ნავთობის პროექტებს განიხილავენ

56

საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიანი ვიზიტით გაემგზავრა. ფონდის დელეგაცია სამუშაო შეხვედრებს ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლებსა და 7 სხვადასხვა პროვინციის საქმიანი წრეებთან გამართავს. ამასთან, დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს საკონსულტაციო კომპანია „ხუახე ინტერნეშენალის“ მიერ ორგანიზებით გამართულ „საერთაშორისო თანამშრომლობის კონფერენციაში“. ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე 2015 წლის დეკემრიდან ამ კომპანიის საპატიო მრჩეველ-კონსულტანტია.
როგორც ”ფორტუნას” საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, კონფერენციაზე აბრეშუმის გზის ქვეყნების სავაჭრო-საინვესტიციო პროექტების პრეზენტაცია იგეგმება. ვიზიტის ფარგლებში საქმიანი შეხვედრები გაიმართება გაზისა და ნავთობის პროექტებთან დაკავშირებით. იგეგმება შეხვედრები კომპანიების „ბეიჯინგ ფანგუეან ჩინტ ენერჯი ტექნიკალ კოსა“ და „ვმ ენერჯი“-ის მენეჯმენტთან. დაგეგმილია შეხვედრები ლოკომოტივების პროექტთან დაკავშირებით კომპანია CRRC-თან. საქმიანი ვიზიტია ჩანიშნული „ფუთაოშენგის ჯგუფთან“ წარმომადგენლობასთანაც.

საპარტნიორო ფონდის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გუანდუნის პროვინციაში „აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის“ და საქართველოს სავაჭრო სამრე წველო პალატის თანამშრომლობის საფუძველზე , „აბრეშუმის გზის საერთაშორისო თანამშრომლობისა და ვაჭრობის ცენტრში“ საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლობის გახსნა იგეგმება, რომელიც ინვესტიციების მოზიდვასა და საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

ფონდის ინფორმაციით, დელეგაციის წევრები „აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის“ ორგანიზებით „თანამშრომლობის განვითარების კონფერენციაში“ სახელწოდებით „საერთაშორისო ინდუსტრიული პარკების ერთობლივი მშენებლობისათვის“ მიიღებენ მონაწილეობას. დაგეგმილია შეხვედრა აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარესთან.

საპარტნიორო ფონდის დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 13 დეკემბერს შანხაიში დაგეგმილი ოფიციალური შეხვედრებით დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g