LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარი საკუთარ რეკორდებს ხსნის–ბანკებმა კურსი დაწიეს

46

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი დოლართან მიმართებით კვლავ გაუფასურდა. ხვალიდან ოფიციალურ კურსად 2.5871 დაფიქსირდება. დღეს მოქმედი დოლარის ოფიციალური კურსი 2.5311 ლარი იყო. 

ამის მიუხედავად, დოლარის შეძენა დღის განმავლობაში საკმაოდ მაღალ ფასად იყო შესაძლებელი. თუმცა, დღის ბოლოს კომერციულმა ბანკებმა კურსი დაწიეს.

„თიბისი ბანკში“ ახალი მონაცემებით, ერთი დოლარის შეძენა 2.6490 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო გაყიდვა – 2.5110 ლარად. რამდენიმე საათის წინ, ამავე ბანკში მომხმარებელს ერთი დოლარის შეძენა 2.7090 ლარად შეეძლო, გაყიდვა კი – 2.5910 ლარად.კომერციულმა ბანკებმა დოლარის ყიდვა–გაყიდვის მაჩვენებელი დაწიეს.

„საქართველოს ბანკში“ ერთი ამერიკული დოლარის შესაძენად 2.71 ლარი იყო საჭირო, გაყიდვა – 2.59 ლარად იყო შესაძლებელი. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს ბანკში დოლარის შესაძენად 2.635 ლარი დაგჭირდებათ, ხოლო მის გაყიდვას 2.495 ლარად შეძლებთ.

რაც შეეხება “ლიბერთი ბანკს”აქ 1 დოლარს 2.6400 ლარად შეიძენთ, ხოლო გაყიდვას 2.5200 ლარად შეძლებთ. რამდენიმე საათის წინ აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.7100 ლარდ შეეძლოთ, ხოლო გაყიდვა – 2.5700 ლარად.

მნიშვნელოვნად გაუფასურდა ევროც. 1 ევროს შეძენა 2.7491 ლარად შეგეძლებათ. დღეს მოქმედი კურსი 2.6825 ლარი იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g