LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაზარზე ქლიავის ჩირი შოკოლადით და საზამთროს ჩირი გამოჩნდება

775

”ქარელის ჩირის” მწარმოებელი „ქარელის აგრო-ინდუსტრიული კომპანია“ საზამთროს ჩირის წარმოებას იწყებს. ახალი პროდუქცია სარეალიზაციო ქსელში დაახლოებით 2 კვირაში გამოჩნდება.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიის მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მენეჯერმა თამარ რაზმაძემ განუცხადა, ჩირის ახალი სახეობა როგორც დიდ სავაჭრო ქსელებში, ისე პატარა მარკეტებში გაიყიდება.

”გარდა ამისა, ჩირის სხვა სახეობების წარმოებასა და პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებასაც ვგეგმავთ. საახალწლოდ ვაპირებთ გამოვუშვათ ქლიავის ჩირი შოკოლადით, რომელიც იქნება აბსოლუტურად ნატურალური პროდუქტი, ყოველგვარი დანამატების გარეშე. ამასთან, ქლიავის ჩირი შოკოლადით სამარხვო პროდუქტი იქნება”,- აღნიშნა რაზმაძემ. მისივე ინფორმაციით, კომპანიას მომხმარებლისთვის კიდევ ერთი სიახლე აქვს – ცოტა ხნის წინ ”ქარელის ჩირის” შეფუთვამ საერთაშორისო დიზაინერულ კონკურსში გამარჯვება მოიპოვა.

15327591_1338006486232881_584004830_n

ცნობისთვის, ”ქარელის ჩირის” მწარმოებელი „ქარელის აგრო-ინდუსტრიული კომპანია“ 2015 წელს დაარსდა. კომპანია ამ დროისთვის 4 სახეობის ჩირს აწარმოებს და ქარხანას ქარელის რაიონში,

მდინარე ძამას ხეობის ეკოლოგიურად სუფთა მიდამოებში ფლობს. კომპანიის მთავარი პრიორიტეტია 100% ნატურალურ და ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისაგან ჩირების დამზადება. საწარმოს მიერ გამოყენებული ნედლეული მოყვანილია ქარელის, გორის და ბაღდათის რაიონებში. კომპანიას ასევე აქვს 25 ჰექტარი სხვადასხვა ხეხილის ბაღები, საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ბაღებიდან მიღებული ნედლეული ასევე გამოიყენება წარმოებისათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g