LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემს მესიჯს საქართველოსთვის სამი სიტყვით ვიტყვი: არასოდეს არ შეიცვალოთ

1950
BeFunky-collage (3)

ბრიტანელი მოგზაური როუან კემპბელი, რომელსაც პოლიციამ მოპარული ველოსიპედი დაუბრუნა, ემოციურ მიმართვას ავრცელებს. კემპბელი მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც დახმარება აღმოუჩინა.

ბრიტანელ ტურისტს, რომელსაც საქართველოში ველოსიპედი მოპარეს, ერთ-ერთი ქართული კომპანია დაასაჩუქრებს

“როდესაც ველოსიპედი მომპარეს, ძალიან გულგატეხილი ვიყავი. ვფიქრობდი, რომ ეს იყო ნიშანი იმისა, რომ ჩემი მოგზაურობა დამესრულებინა და სახლში დავბრუნებულიყავი. მოუგზაურობისას ბევრი ცუდი შემთხვევა მქონია, თუმცა ველოსიპედი არასდროს მოუპარავთ. ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა ამ ფაქტს. ისინი განიცდინენ, რომ მსგავსი ინციდენტი მათ ქვეყანაში მოხდა.

როდესაც გავიგე, რომ პოლიციამ ჩემი ველოსიპედი იპოვა, უზომოდ ბედნიერი ვიყავი, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ძველ მეგობარს შევხვდი. ძალიან გაკვირვებული ვიყავი იმ პასუხისმგებლობით, რასაც ქართველი ხალხი ჩემი მოპარული ველოსიპედის გამო გრძნობდა, ამიტომ საქართველოში ყველაზე მეტად ქართველი ხალხი მომწონს, ძალიან მეგობრულები არიან და დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნიათ.ჩემს მესიჯს საქართველოსთვის სამი სიტყვით ვიტყვი, არასოდეს არ შეიცვალოთ”- ამბობს ბრიტანელი მოგზაური.

არ მეგონა ეს თუ მოხდებოდა – ბრიტანელ მოგზაურს მოპარული ველოსიპედი დაუბრუნეს

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g