იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ, რომ რეფერენდუმი წააგო, ევროს კურსი მკვეთრად დაეცა.
ვალუტამ გაუფასურება მას შემდეგაც გააგრძელა, რაც მატეო რენციმ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ევროს ღირებულებამ $1.0507-ც კი შეადგინა, თუმცა ცოტა ხანში მცირედით მოიმატა და $1.0563 გახდა.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს საფრთხილოა ინვესტორებისთვის, თუმცა პანიკის საფუძველს არ იძლევა.
„ახალი კვირის დასაწყისში ბაზარზე დაძაბულობაა, თუმცა ეს უფსკრულს არ ნიშნავს,“ – განაცხადა კომპანიის City Index Direct კვლევების ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, ან ბაზრები პოლიტიკური რისკების მიმართ უგრძნობები გახდნენ, ან მხედველობაში აქვთ, რომ იტალიაში შექმნილი მდგომარეობა კიდევ დიდ ხანს იქნება დაძაბული, რადგან იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრეზიდენტი ვერ შეძლებს მთავრობის ფორმირებას, მცდელობისთვის 70 დღე აქვს და ამ ეტაპზე ვადა საკმაოდ დიდია.