პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე დიდმა ტურისტულმა გამოფენა–ბაზრობამ, რომელიც ქალაქ ბერლინში იმართება, მიიღო გადაწყვეტილება, საქართველო 2022 წელს გახდეს მასპინძელი ქვეყანა ამ გამოფენის.
გიორგი გახარიას თქმით, ეს არის უდიდესი მიღწევა, რომელიც ნიშნავს 180-ზე მეტ მონაწილე ქვეყანას და საერთაშორისო დაფარვის ციფრს დაახლოებით 1 მილიარდ ადამიანზე მეტს.
“მოგეხსენებათ, რომ ტურიზმი არის ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა. ტურიზმი არის ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი სექტორი. რა თქმა უნდა, ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ქართული ეკონომიკისთვის ტურიზმი, როგორც სფერო, იყოს კიდევ უფრო წარმატებული და დინამიური”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.