ევროპაში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გაფიქსირდა. ამის შესახებ “Euronews” წერს.
გამოცემის ცნობით, დაინფიცირებულია ბრიტანეთისა და გერმანიის მოქალაქე.
ბრიტანეთში ამ დრომდე კორონავირუსის 3 შემთხვევა ფიქსირდება, გერმანიაში კი, დაინფიცირებულთა რიცხვი 13-ს აღწევს.
მთლიანობაში, ევროპაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულია 29 ადამიანი.
ჩინეთში კი გარდაცვლილთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. ერთ დღეში გარდაცვლილთა რაოდენობამ 73-ს მიაღწია. სულ დაინფიცირებულია 28,018 ადამიანი, დაღუპულითა რაოდენობა 563-მდე გაიზარდა.
ინფექციურის დირექტორი: კლინიკაში შეყვანილ ჩინელ მამაკაცს შესაძლოა, კორონავირუსი ჰქონდეს
