LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ცენტრ პოინტ აჭარის” ყოფილი დირექტორი გათავისუფლდა

58

ირაკლი მინდელი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა, “ცენტრ პოინტ აჭარის” ყოფილი ხელმძღვანელისთვის გირაოს შუამდგომლობა მისმა ადვოკატებმა დააყენეს, შუამდგომლობას კი ბრალდების მხარეც და მოსამართლეც დაეთანხმნენ.

მინდელი 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

სხდომის დასრულების შემდე  „ცენტრ პოინტ აჭარას“ ყოფილმა დირექტორმა განაცხადა, რომ 1 700 000 ლარი მას არ აუღია და პასუხისმგებლობის ის ნაწილი აღიარა,  რომელიც უშუალოდ მას ეხებოდა.

„აქ ლაპარაკი იყო პროცედურულ, ფაქტობრივ გარემოებებზე. ის, რომ მე გავფლანგე ან გურამს მივეცი, ამის შესახებ საუბარი არ ყოფილა. მე განვაცხადე კიდეც სასამართლო პროცესზე, რომ ფული არ წამიღია და არც გურამისთვის მიმიცია“, – განაცხადა ბრალდებულმა ირაკლი მინდელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები